მეოთხე სამშობიაროში სამი ტყუპი გოგონა დაიბადა.
ტყუპები მარნეულში მცხოვრებ ოჯახს შეეძინა. ოჯახს სამი ვაჟი ჰყავს. უფროსი 18 წლის ყველაზე უმცროსი კი 2 წლისაა. რაც შეეხება სამ ტყუპ ახალშობილს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
ექიმების განცხადებით, დამაკმაყოფილებელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.