კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა 30 სექტემბერს, 16:00 საათზე, კონკურსში - "საუკეთესო სიმღერა ვაჟა-ფშაველას ლექსებზე" - გამარჯვებულებს დაასახელებს და მათ ფულად პრემიებს გადასცემს.
პრემია განისაზღვრება 3000 ლარის ოდენობით თითოეულ გამარჯვებულზე.
კონკურსი დახურული იყო და გამარჯვებულთა ვინაობა დევიზით დაშიფრული კონვერტების გახსნის შედეგად გამოვლინდება. კონკურსზე სულ 39 დევიზი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ 35 კონკურსანტის ნაწარმოებებს შორის ჟიურიმ არჩევანი სამ საუკეთესოზე შეაჩერა. კონკურსს "საუკეთესო სიმღერა ვაჟა-ფშაველას ლექსებზე" სამი გამარჯვებული ჰყავს.
დაჯილდოებას კონურსის ყველა მონაწილე, მუსიკოსები, მოწვეული სტუმრები, სამინისტროს წარმომადგენლები და მუსიკალური ბიზნესკომპანია "ბრავო რეკორდსის" ხელმძღვანელი ზაზა შენგელია დაესწრებიან. "ბრავო რეკორდსი" კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების ჩაწერას გეგმავს. საავტორო უფლებების დაცვითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, "ბრავო რეკორდსი" ვაჟას ლექსებზე შექმნილი 3 სიმღერის დისკს გამოსცემს.