დღეიდან წინასწარი არჩევნების ინიციატორი პარტიები "ხალხის პარტია", "კონსერვატიული პარტია" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" პრაიმერში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს. იწყებენ
მათი განცხადებით, თითეული შეხვედრა იქნება საჯარო და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას. წინასწარი არჩევნების ინიციატორი პარტიები მოლაპარაკებებს 2010 წლის 20 იანვარს დაასრულებენ.
პარალელურად შეიქმნება წინასაწრი არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წინასწარი არჩევნებისთვის ყველა საჭირო მოსამზადებელი ღონისძიების გატარება.
წინასწარი არჩევნების ინიციატორი პარტიები შემდეგ ოპოზიციურ ძალებთან აწარმოებენ შეხვედრებს: ალიანსი საქართველოსთვის; ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"; ,,ეროვნული ფორუმი"; თეთრები; ლეიბორისტული (შრომის) პარტია; ,,მომავლის პარტია"; მონარქისტული მოძრაობა ,,სამეფო გვირგვინი"; ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის"; "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"; მწვანეთა პარტია; "საქართველოს გზა"; სახალხო პარტია; სოციალ-დემოკრატები; ტრადიციონალისტთა კავშირი; ქალთა პარტია ,,სამართლიანობისა და თანასწორობისათვის"; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა "მამულიშვილი";