უფლებადამცველები, 25 სექტემბერს, ყვარელში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის დაკავებას აპროტესტებენ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი იყო სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
"25 სექტემბერს გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე" გადაღებისას, ყვარელში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციამ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავა. დაკავებულს ჩამოერთვა აპარატურა და გადაღებული მასალა, რომელიც როგორც უფლებადამცალისტს გათავისუფლების შემდეგაც არ დაბრუნებია. სამხარეო პოლიციის თანამშრომელთა ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულს და კვალიფიცირდება როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. პოლიციის თანაშრომლები, რომლებიც არ ასახელებდნენ საკუთარ ვინაობას და თანამდებობას, იქცეოდნენ უღირსად, აშკარად არღვევდნენ პოლიციის შესახებ კანონს, გამოხატავდნენ აშკარა უპატივცემულობასა და ცინიზმს, კანონზე მაღლა აყენებდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას, რომელსაც სატელეფონო საუბრებით იღებდნენ. მომხდარს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლად ვაფასებთ და ვითხოვთ დაიწყოს ფაქტზე გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც საჯაროდ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს და ასევე იმათ მიმართ, ვინც მონაწილეობდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ უკანონო ქმედებაში და ამოცნობილი იქნება თავად ჟურნალისტის მიერ.
ასევე ვითხოვთ დაუბრუნდეს ჟურნალისტს გადაღებული, ჩამორთმეული მასალა", - აღნიშნულია უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პარიმრებს", ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება", "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი", "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", "კანონი ხალხისთვის", "პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდი", "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ასოციაცია", საზოგადოებრივი დამცველი და მოძრაობა "არა".