თბილისის მე-3 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ქართული შოუ ქეისის ფარგლებში, პირველად წარმოდგენილი იქნება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სადიპლომო და საკურსო სპექტაკლები.
"სპექტაკლები ნაჩვენები იქნება თეატრალურის უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სრულიად განახლებულ სცენაზე, რომლის მასშტაბური რეკონსტრუქციაც, მისი დაარსებიდან დღემდემდე, რექტორის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, პირველად განხორციელდა. სრულიად განახლებულია სცენა, დარბაზი, განათების და ხმის სისტემა, საგრიმიორო და თეარალური კოსტიუმების გარდერობი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მეჯერმა ჯაბა სიხარულიძემ.
პირველი სპექტაკლი გაიმართება ხუთშაბათს, 29 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე: „ჩვენი პატარა ქალაქი", ასე ჰქვია რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის ტრაგიკომედიური ჟანრის სპექტაკლს, რომელიც მისი სამსახიობო ჯგუფის მე-4 კურსის სადიპლომო ნამუშევარია.
სპექტაკლი, "თოჯინების სახლი" იქნება თავისუფალ თეატრში, ხოლო ყველა დანარჩენი კი სასწავლო თეატრში.
ცნობისთვის, სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.