საგაზაფხულო აქციების შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი ბევრად უფრო რეალისტური გახდა, _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ~რუსთვის 2~-ის გადაცემა ~პოზიციაში~ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი ორი თვის განმავლობაში პარალიზებული იყო, რამაც დედაქალაქი და ქვეყნის საინვესტიციო გარემო ძალიან დააზარალა
~ბოლო პერიოდში ბევრად მეტ დროს ვატარებ ოპოზიციასთან, ვიდრე უმრავლესობასთან და ეს ძალიან სასარგებლოა. უშიშროების სხდომაზე, პრაქტიკულად ყველა მოვიდა. პრაქტიკულად ყველა სერიოზულმა ძალამ მიიღო მონაწილეობა საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში. შეიძლება ზოგმა პოზა დაიჭირა, რომ არ მოსწონს შეთანხმებული კოდექსი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ხომ იღებენ? ესე იგი უღირთ მონაწილეობა და იმიტომ~, - განაცხადა სააკაშვილმა.