დღეს, 28 სექტემბერს, 14:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლებს.
ღონისძიების მიზანი მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის წარმატებით დასრულების აღნიშვნაა.
მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამას NDI-საქართველო ბოლო რვა წელია ახორციელებს. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ დაფინანსებული ამ პროგრამის მიზანი შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიწოდების გზით აქტიური ქალების კარიერული წინსვლის მხარდაჭერა და მათი პოლიტიკური აქტივობის ამაღლებაა. ერთწლიანი პროგრამის განმავლობაში პროგრამის მონაწილეთათვის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა თემებზე ტრენინგებსა და სემინარებს ატარებენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ჯონ ბასი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და ლუის ნავარო, NDI-საქართველოს ოფისის დირექტორი. მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების აპარატის უფროსები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.