საქართველო რუსების გასაჩუქებელი და დასაჩოქებელი ქვეყანა არ არის, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, როცა საქართველოს მტერთან კაბინეტში შედიხარ და არ ეკითხები, როდის გაიყვან საქართველოდან ჯარს და როდის დაიწყებ ქვეყნის დეოკუპაციას, ე.ი. ეთანხმები ისეთი საქართველოს არსებობას.
~ვისაც უნდა იფორთხიალოს და საქართველოს დამონების მსურველებს ჩექმა აულოკოს, მაგრამ საქართველოს ვერავინ დააჩოქებს. ეს არის განსხვავება მონურ ფსიქოლოგიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკვე შევქმენით~, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.