საქართველოს ამ მდგომარეობაში არსებობის გაგრძელება რუსეთის დასამარებისკენ მიმავალი სწრაფი გზაა, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინის კედლის დანგრევამდე ერთი დღით ადრეც კი ამის არავის სჯეროდა.
"ყველა იმპერია ემხობა და ეს რუსეთი ნამდვილად არ არის საბჭოთა კავშირი. 50 მილიონს რომ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ნაუროს გადაუხდის ხვალ რომ 5 მილიონიან ქვეყანას მიადგება იმათ რაღა უნდა გადაუხადონ?", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ მდგომარეობაში არსებობის გაგრძელება არის მათი დასამარებისკენ მიმავალი ძალიან სწრაფი გზა.
"საქართველოში, რომლის არსებობაც კი ბოლომდე არ უღიარებიათ იქ რომ ჯარისკაცი გარბის ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ კარგად იციან რომ საქმე ცუდად აქვთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა