ახალ ლიპარიტ ბაღვაშებს საქართველო აღარ იგუებს, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სადაც მან 2009 წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, რუსებმა საქართველოს გასანადგურებლად ყველაფერი სცადა _ ომი, ოკუპაცია, და ა.შ. მისი თქმით, თბილისის აეროპორტი გახსნილი იყო და რუსეთს სურდათ საქართველოს მთავრობა გაქცეულიყო.
"თუ კრემლს საქართველოში ზურაბ ნოღაიდელის მეტი დასაყრდენი აღარ ჰყავს და ნაურუს 50 მლნ დოლარს უხდის იმისათვის, რომ ცხინვალი და აფხაეზთი აღიაროს, ე.ი. არც ისე კატასტროფულად არის ჩვენი საქმე, როგორც შეიძლება გვეგონოს~, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს შაჰ-აბასის შემდეგ, რუსეთზე უფრო დიდი მტერი არ ჰყოლია და ახლა ახალ ლიპარიტ ბაღვაშებს საქართველო აღარ იგუებს.