სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა იმუშაოს, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სადაც მან 2009 წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, საგადასახადო კოდექსი გასამარტივებელია და რაღაც გადასახადები შესამცირებუელი.
"ახლა გადავდივართ ჩვენ ელექტრონული გადასახადების შევესებაზე იმისათვის, რომ მინიმალურად ბოროტად იყოს გამოყენებული. მეც მინდა სინგაპურის წინ ვიდგეთ ამ სიაში და მომავალ წელს შევალთ კიდეც პირველ ათეულში. სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა იმუშაოს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.