ბათუმის ოპერის ახალ თეატრში "ერისიონის" კონცერტმა დიდი ოვაციებით ჩაიარა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განუცხადა, კონცერტზე უცხოელი სტუმრები სპეციალურად, მათი კონცერტისთვის ჩამოვიდნენ.
"ბალტიისპირეთიდან და რუსეთიდან სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის ჩამოვიდნენ. ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩემთვის მთავარი ქართველები არიან, რომლებიც ზუსტად გებულობენ თითოეულ ჰანგს. ეს კონცერტი "ერისიონის" კი არა, ქართული ხალხური სიმღერის გამარჯვება იყო. ეს იყო თანამედროვე შოუ, ძველებური ელემენტებით. თანამედროვებოაში ვგულისხმობ, განათებას და გახმოვანებას და არა მუსიკის, ან ცეკვის ახლებურ ვარიანტს. ძალიან ხშირად ხდება, რომ ახალ ელემენტებს ამატებენ. მათ უნდა იცოდენ, საიდან მოდის ეს ჩვენი ხალხური ცეკვა-მუსიკა და რას ვკიდებთ ხელს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არის, რაზეც მე ძალიან გული მკტივა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ჭკუასელმა.
ანსამბლი, ბათუმის ოპერის თეატრში, კონცერტს დღესაც მართავს. "ერისიონი" 25 სექტემბერს ფოთშიც აწყობს კონცერტს. თბილისში კი "ერისიონი" 9 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე იცეკვებს.