24 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალგაზრდა პოეტ ზურა სალუქვაძის საქველმოქმედო პოეზიის საღამო მოეწყობა.
ცნობისთვის, სალუქვაძის პოეზიის საღამოები სექტემბრის დასაწყიში თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში და "პატრიოტთა ბანაკში" ანაკლიაში უკვე ჰქონდა. ამჯერად კი დასკვნითი საღამო გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ: ოთიკო ანდრიაძე და ირაკლი ასლანიკაშვილი.
სალუქვაძე საქართველოში არ ცხოვრობს. მან ხალხის სიყვარული სოციალური ქსელის "youtube" და "facebook"-ის საშუალებით მოიპოვა. საქართველოში რამდენიმე კვირაა, რაც ჩამოვიდა და სექტემბრის ბოლოს უკან ბრუნდება. მისი პირველი კრებული საქართველოში ყოფნის დროს დაიბეჭდა.
შესული თანხა თბილისის მოხუცთა თავშესაფარს, ბათუმის და ტაშისკარის ბავშვთა სახლებს გადაეცემა.