პარალმენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებსა და უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს, შესაძლოა, კომიტეტების შემადგენლობაში გაერთიანების საშუალება მიეცეთ.
რეგლამენტი დღეს მოქმედი ნორმით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგიელების უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები არც ერთი კომიტეტის წევრები არ არიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის ინიციატივით მომზადებულია კანონპროექტი, "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, რომლის თანახმა,დ აღნიშნულ პირებს კომიტეტის შემადგენლობაში გაერთიანების საშუალება მიეცემათ.
კანონპროექტის თანახმად, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დადგენილი რაოდენობის შესაბამისად. კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნა ინიცირებული, პარლამენტში დაიწყება ინიციატივის საკომიტეტო განხილვები და გადაწყვეტილება ამ განხილვების შემდეგ იქნება მიღებული.