ვაიმარის სამკუთხედის [საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები
ანალენა ბერბოკი, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით:
"ჩვენ, ვაიმარის სამკუთხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშოთებულები ვართ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის შემდეგ გაჩნდა. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან გადახვევაა.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას,შეეცვალათ გეზი და დაბრუნებოდნენ ევროინტეგრაციის გზას, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვით და რეფორმების განხორციელებით.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ გასული კვირას განხორციელებულ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დაიცვან ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მუქარას პოლიტიკური ფიგურების მიმართ.
"ქართული ოცნების" მიერ რეპრესიისა და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკურ კურსს საპასუხოდ მოჰყვა ჩვენი ურთიერთობის ევროპულ და ეროვნულ დონეზე დაქვეითება და საქართველოს ხელისუფლების დახმარებისა და მასთან თანამშრომლობის შემცირება.
შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ და ევროკავშირისა და ეროვნულ დონეზე დამატებით ზომებს განვიხილავთ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საარჩევნო პროცესის მთალიანობასთან, ფართოდ გავრცელებულ დარღვევებსა და ბრალდებებზე რეაგირებაზე არასათანადო გამოძიებასთან დაკავშირებით.
არჩევნები არ ჩატარებულა ევროკავშირისს კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტების შესაბამისად.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისა და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით.
OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებისა და სტანდარტების განხორციელების შესახებ მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, რომელიც მოდის ქართული საზოგადოების ნაწილისგან, იმსახურებს პასუხს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელ დიალოგში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს".