"ჩვენებურები" ბათუმის ოპერის თეატრში 28 სექტემბერს გაიხსნება. მასში წელს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან და სომხეთიდან ჩამოსული კოლექტივები და შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი ბათუმის შემდეგ, 29 სექტემბერს განახლებულ ანაკლიაში გაგრძელდება, ხოლო თბილისში 1 ოქტომბერს მთაწმინდის პარკსა და გრიბოედოვის თეატრში გადმოინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი 2004 წლის გაზაფხულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურებს" 2007 წლიდან გიული ალასანია ხელმძღვანელობს.
მე-15 საერთაშორისო ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიხურება.