დღეს, 23 სექტემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი 133-ე სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლ "ნადირობის სეზონით" გახსნის.
"ერთხელ ვითამაშეთ ოთარ ჭილაძის "ნადირობის სეზონი". ვფიქრობ, სიმბოლური სახელწოდებაა. ეს სპექტაკლი ჩემს შემოქმედებაში სიახლეა. ამ წარმოდგენის შემდეგ ძალიან აფორიაქებული მაყურებელი ვნახე. უჩვეულო სპექტაკლი გამომივიდა. ერთხელ კიდევ ვნახავ, შევცვლი რაღაცებს და შევაფასებ", - განაცხადა სტურუამ "რია ნოვოსტის" პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.