ბათუმის ოპერის ახალ თეატრში "ერისიონი" კონცერტს 23-24 სექტემბერს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განუცხადა, კონცერტზე პატრიარქისადმი მიძღვნილი ცეკვა პირველად დაიდგმება.
"პატრიარქს უკვე ვაჩვენეთ ცეკვა "სნოური", რომელიც მის საპატივსაცემოდ შეიქმნა. ძალიან მოეწონა და ამ ცეკვას პირველად შევასრულებთ ბათუმის თეატრის სცენაზე. კონცერტზე მეც სიმღერების გადახალისებულ რამდენიმე ვარიანტს შევასრულებ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და საინტერესო საღამო უნდა გამოვიდეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს ჭკუასელმა.
პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; კომპანია "ალბარტოსი" (ოქროს სპინსორი); ბანკი რესპუბლიკა; ქალაქ ბათუმის მერია.
ანსამბლი 25 სექტემბერს ფოთშიც გამართავს კონცერტს. თბილისში კი "ერისიონი" 9 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე იცეკვებს.