გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოს ქართული პოლიტიკის ასპარეზზე კიდევ ერთი პოლიტპარტია გამოჩნდება. ოპოზიციონერთა გილდიას რუსეთში მოღვაწე ქათველი ბიზნესმენი მინდია გულუა უერთდება. ქართულ ბეჭდურ მედიაში უკვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ რუსეთის ფავორიტი გულუა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე "ექვსიანის წევრებთან" ალიანსს გეგმავს.
ბიზნესმენთან კონსულტაციების გამართვა ექვსიანში შემავალ ეროვნულ ფორუმს არ დაუმალავს. როგორც გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინდია გულუას ნამდვილად ესაუბრა.
"არ ვმალავ, რომ გულუას შევხვდი. ის მოსკოვში მოღვაწე ბიზნესნენია, რომელშიც ჩვენს მოქალაქეებს ყველანაიარად ეხმარება, ხსნის ქართულ ტაძრებს მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს. ვისაუბრეთ საქართველოს მდგომარეობაზე",- განაცხადა სანიკიძემ,თუმცა კითხვა,რომელიც ბიზნესმენთან ერთ ბლოკში ყოფნას ეხებოდა, ეროვნული ფორუმის ლიდერმა უპასუხოდ დატოვა.
"საარჩევნო გარემოზე მომუშავე სუბიექტთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ეს ექვსინში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის ყოფნას არ ნიშნავს", - განაცხადა მან.
არსებული ინფორმაციით, სწორედ გულუას ექვსიანში შემატება გახდა ირაკლი ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის დაპირისპირების მიზეზი. თუმცა "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბრისას მომხდარს არც ერთი მხარე არ ადასტურებს.
"ამ ადამიანს არ ვიცნობთ და შესაბამისად მასთან რაიმე სახის ალიანსს არ ვაპირებთ, ეს თემა "ექვსიანში", როგორც ვიცი, არ წამოწეულა",- განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს "თავისუფალი დემოკრატების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვაკო ავალიანმა. დემოკრატების მსგავსად, რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქთან მეგობრობას "ახალი მემარჯვენეებიც გაურბიან.
"ცხადია, გულუას პოლიტიკაში მოსვლის დიდი სურვილი აქვს. ქართული პოლიტიკური სივრცე იმდენად არის დახუნძლული პოლიტიკური პარტიებით, ეს არავის უკვირს.რა გეგმები აქვს გულუას,ძნელი სათქმელია. ასეთივე რთულია,იმ ადამიანის ჯერარშექმნილ პარტიაზე საუბარი,რომლის უკან არ ვიცით რომელი ძალა დგას",- განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
ჯერარშემდგარ ოპოზიციურ პარტიასთან ყოველგვარ ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს "თავისუფალი საქართველოც". კახა კუკავამ იცის, რომ ახლო მომავალში პარტია იქმნება, თუმცა მის სამოქმედო გემას არ იცნობს.
"მინდიას ვიცნობ, თუმცა მე არც მისი ახალი პარტიის შესახებ ვიცი რამე და არც პროგრამაზე. რაც შეეხება ამ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს, ჩემსა და მინდია გულუას შორის რამე შეთანხმება შედგა, სიცრუეა",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კუკავამ.
პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ახლად გამოჩენილ პოლიტიკოსს კარგად იცნობს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმდომარე თენგიზ ლომია. ლომია დარწმუნებულია, რომ რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა გულუამ "ქართველთა მარშში" მონაწილეობით გადაწყვიტა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 27 მაისს დაგეგმილი "ქართველთა მარში" სანიკიძეს გულუამ მოსკოვიდან შეუკვეთა",- აცხადებს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე.
ექსპერტ სოსო ცინცაძეს გულუას პარტიას ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ ძალად მოვლინების ეეჭვება.
"რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში პარტიების დარეგისტრირება ძალიან ადვილია. ამიტომ ქართულ პოლიტიკაში ახალი გაერთიანების გამოჩენით ძირეულად შეცვლა ცოტა არ იყოს რთულ საქმედ მეჩვენება და თან მიჭირს იმ პარტიაზე საუბარი, რომლის სამოქმედო გეგმა, პოლიტიკური სიმპათიები ბუნდოვანია",- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ცინცაძემ.
ექსპერტის თქმით, თუ გულუა ფორუმთან ან ექვსიანთან პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევს, მაშინ უფრო ადვილი იქნება მათი გეგმების გაგება.
გულუა სოხუმში 1969 წელს დაიბადა. 1992-93 წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ კრასნოდარში ცხოვრობს. გულუა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ედუარდ შევარდნაძის მართველობის დროს სატყეო-სამეურნეო ბიზნესით ახსოვს, თუმცა ხელისუფლებაში ნაციანალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ ბიზნესმენმა საქართველოში ბიზნესწილები გაყიდა.
რამოდენიმე წელიწადში მან საკმაო ქონებაც დააგროვა, თუმცა რა ბიზნესს ფლობს -ეს საიდუმლოდ რჩება.
მინდია გულუა მოსკოვში ალექსანდრე ებრალიძესა და ვლადიმერ ხომერიკთან გაერთანდა. თუმცა მათი მეგობრობა პარტიაში გავლენების გადანაწილების მოტივით მალევე დაიშალა.
"ჯი-ეიჩ-ენის" არქივში ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის მაშინდელი გამონათქვამები უხვად მოიძებნა.
2009 წლის დეკემბერში ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის ლიდერმა ალექსანდრე ებრალიძემ ლამის ხატზე დააფიცებინა პეტერბურგში, შერემეტიევოს სასახლეში შეკრებილ კონგრესის მონაწილეებს, რომ საქართველოს „წარმატებისთვის" იბრძოლებდნენ. მაგრამ სხვა შეპირება-დაპირტებების მსგავსად, ებრალიძემ და გულუამ ეს ხმამაღალი განცხადება მალევე დაივიწყეს. "პოლიტიკური განქორწინების" შემდეგ, გასული წლის 26 მატრს სასტუმრო "სვისოტელ კრასნი ხოლმში" გულუა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას "საქართველოსთვის" ქმნის. გულუა მაშინ რუსეთში მცხოვრები ქართველების დამცველი ძალის მეთაურად მიიჩნევდა თავს და აცხადებდა,რომ "რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი" მოძრაობა შექმნა.
"ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობის ასაღებად",- აცხადებდა შარშან გულუა, მაგრამ... რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ.
ებრალიძისა და გულუას დაპირისპირებაში ეჭვი მის გარემოცვას თავიდანვე ეპარებოდა, რადგან მათთვის ებრალიძის პოლიტთამაშები ყველაზე ახლოა. ახლობლები მას საკმაოდ მიზანდასახულ პერსონად ახასიათებენ. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მინდია გულუა ებრალიძის "კოზირია", რომელსაც ასე დაბეჯითბით მალავს. ალბათ ამ და სხვა მიზეზების გამო დგას საქართველოს ხელისუფლება ურყევ პოზიციაზე და ებრალიძეს არაერთი მცდელობის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფავორიტ ებრალიძეს საქართველოს მოქალაქეობას არ ანიჭებს. სავარაუდოდ ამის ერთ-ერთი მიზეზთაგანი ებალიძის მუხროვანის ამბოხში შესაძლო მონაწილეობაცაა. მართალია ამ საქმეზე განაჩენი ებრალიძის საწინააღმდეგდ არ დამდგარა, მაგრამ ფაქტია, რომ ის "შავ სიაში" მოხვდა. http://www.ghn.ge/news-35092.html
ეტყობა, "შავი სია" ებრალიძისთვისაც აქტუალურია. თვალს თუ გადავავლებთ, თითქმის ყველა ოპოზიციონერი სწორედ ამ უკანასკნელთან გარბოდა ფულის საშოვნელად. დაპირებები კი თითქმის ერთნაირი იყო: 300 ათასი მხარდამჭერი და ომახიანი შეძახილი "მიშა წადი!"
ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა - ხელისუფლების სკამის მოპოვებას ებრალიძე სანიკიძე-გულუას დუეტით ხომ არ აპირებს?
მეტად საინტერესო იყო გუბაზ სანიკიძის ფრაზაც - "ფორუმს ფული არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ". დამეთანხმებით, რომ პოლიტიკური ანა-ბანას მცონე ახალბედებმაც კი კარგად იციან, რომ მსგავსი ფრაზა პოლიტიკოსმა და მით უფრო პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა თქვას. გუბაზ სანიკიძეს პოლიტგამოცდილებას ვერ დაუწუნებ. მაშინ რა იყო ეს სიგნალი? ხომ არ გულისხმობდა ეს ფრაზა იმას. რომ ფული არ გვაქვს. ბატონო, ვინმე შეძლებული ბიზნესმენი შეგვაშველეთ და მერე საარჩევნო ბლოკადაც გავერთიანდეთო?
დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთში გამოწვრთნილი გულუა საქართველოში პარტიულ ყრილობას 25 სექტემბერს მოიწვევს. სავარაუდოდ, ბიზნესმენ-პოლიტიკოსი ეროვნული ფორუმის მიერ ორგანიზებულ აქციაზე და "ქართველი ერის მიმართ" მომზადებულ მიმართვას ეროვნულ ფორუმთან ერთად მოისმენს.
დავით ჯაბაშვილი.