დღეს, 22 სექტემბერს, 10:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიხსნება ბიზნესკონფერენცია "დაბრუნება საქართველოში 2011". ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კონფერენციას დაესწრებიან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები, უცხოელი ინვესტორები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.