ახალგაზრდა რეჟისორის ზაზა რუსაძის ფილმში ავთო მახარაძე, მაკა მახარაძე, ზურა ყიფშიძე და მარინა ჯანაშია მონაწილეობენ.
რეჟისორმა თავისივე სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმს "ჩემი საბნის ნაკეცი" დაარქვა. ახალგზრდა რეჟისორისთვის ეს პირველ სრულმეტრაჟიანი ფილმია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მაკა მახარაძემ განუცხადა, ყველა პირობაა იმისთვის, რომ გადაღებებმა კარგად ჩაიაროს.
"ზაზ რუსაძეს ჯერ კიდევ გერმანიაში წასვლამდე ვიცნობდი, ჩემს შვილთან მეგობრობდა. "ჩემი საბნის ნაკეცს" რაც შეეხება, როგორი ფილმი გამოვა, არ ვიცი, თუმცა ყველანაირი პირობა გვაქვს, რომ კარგი გამოვიდეს. იმდენად კარგი გუნდი შეკრა და ისეთი ნიჭიერი ხალხი ჩართო ფილმში, რომ დარწმუნებული ვარ, დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ჩემს შვილს თორნიკე ბზიავა თამაშობს. ეს ფილმი შინაგან სამყაროს და წარმოსახვით ცხოვრებას ასახავს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მახარაძემ.
რეჟისორმა ფილმის გადაღება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით დაიწყო.
ფილმის გადაღებები 17 ოქტომბერს დასრულდება და ის ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.