შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარი მამის, მამუკა კახეთელიძის, დის ლიანა კახეთელიძის და დისშვილის ანა მაჩაიძის მკვლელობის შემკვეთი ვიქტორ კახეთელიძე დააკავეს.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ კახეთელიძემ დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად ქილერი დაიქირავა, რომელსაც 10 000 აშშ გადაუხადა.
დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.