საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში კონკორდიას სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს 66-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და 11 სექტემბრის ტერაქტების 10 წლისთავს მიეძღვნა. სამიტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლით გაიხსნა - მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და ყურდღება ბოლო დროს მომხდარ რევოლუციებსა და მათ შედეგებზე გაამახვილა.
სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამერიკის პრეზიდენტმა (2001-2009 წლებში) ჯორჯ ბუშმა, კოლუმბიის პრეზიდენტმა (2002-2010 წლებში) ალვარო ურიბემ, საუდის არაბეთის პრინცმა აბდულ-აზიზ ბინ ტალალ ბინ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ, პოლონეთის პრეზიდენტმა (1995-2005 წლებში) ალექსანდრე კვასნიევსკიმ, ამერიკის ელჩმა ერაყში და სხვ.
არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის თებერვალში დაარსდა, ცდილობს კერძო და/ან საჯარო პარტნიორობა გლობალური საკითხების დახმარებით განავითაროს. ამ ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, კონკორდია ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა აქტუალლურ თემებს განიხილავენ. პირველი სამიტი წელს მსოფლიოს ლიდერებს, ოფიციალურ პირებს უსაფრთხოების საკითხებში და გლობალური კორპორაციების ლიდერებს გააერთიანებს, რათა ექსტრემიზმის მოგვარების საკითხში მთავრობისა და კერძო სექტორის შესაბამისი როლი განისაზღვროს.