ეროვნული ფორუმის მტკიცებით, ვინც 27 სექტემბერს "ვარდების მოედანზე" დაგეგმილ აქციაზე მივა, ის პოლიტიკურ სიმპატიებს არ დააფიქსირებს.
"ეს არ არის ფორუმის მარში, რომ გვდომოდა აქტივისტების ქუჩაში გამოყვანა ქართველთა მარშს კი არ დავარქმევდით. 27- ში ყველა მასპინძელი იქნება, ყველა ერთად გავაკეთებთ სერიოზულ განაცხადს ამ დიდი ეროვნული ტრაგედიის წლისთავს",- განაცხადა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა.
"ქართველთა მარში" 27 სექტემბერს 16:00 საათზე დაიწყება. მსვლელობა ვარდების მოედნიდა დაიწყება და იმავე დღეს სამების ტაძარის ეზოში დასრულდება.