გუბაზ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ეროვნული ფორმის ინიციატივით დაგეგმილი ქართველთა მარში ფორუმსა და ექვსიანს შორის დაპირისპირების საგანი არ გახდება. ამის შესახებ ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენიაზე ისაუბრა.
სანიკიძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფი 26 სექტემბერს შეიკრიბება და მუშაობას ჩვეულ ფორმატში გააგრძელებს.
"ექვსიანში შემავალ ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს ცალკე პარტიული ღონისძიების ჩატარებას ვერავინ დაუშლის. არ ვიცი მიიღებს თუ არა ექვსიანი მარშში მონაწილეობას, ეს მათი გადასწყვეტია, მე მათთან ამ თმაზე არ მისაუბრია",- განაცხადა სანიკიძემ
მისივე თქმით, 27 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე ფორუმი დროშებით გასვლას არ აპირებს.
"მივმართავ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ქართველთა მარშში მონაწილეობას გადაწყვეტს, აქ დროშების გარეშე მობრძანდნენ, რადგან ეს პარტიული აქცია არ გახლავთ",- განმარტა ფორუმის წევრმა.
ცნობისთვის, ექვსიანის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ განაცხადა, რომ ფორუმის წამოწყებამ ხალი შეცდომაში შეიყვანა. "ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილს კი "ქართველთა მარშზე შეფასების გაკეთება არ სურს. მარშში მონაწილეობას არ მიიღებენ ასევე "თავისუფალი დემოკრატები".