22 სექტემბერს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. როგორც კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, კონცერტის პროგრამაშია ქართული და აზერბაიჯანული მუსიკა, კერძოდ, გამოჩენილი კომპოზიტორების ალექსი მაჭავარიანისა და ყარა ყარაევის ქმნილებები: ალექსი მაჭავარიანის ქართული საზეიმო უვერტიურა, მეორე სიუიტა ბალეტიდან "ოტელო" და ყარა ყარაევის სიუიტა ბალეტიდან "ქუხილის ბილიკით".
"ბედნიერად მივიჩნევ თავს, რომ მომეცა საშუალება შემსრულებლის, ინტერპრეტატორის როლში შევეხო ყარა ყარაევის დიდ მუსიკას. მუსიკალური საზოგადოება ერთ კონცერტში მოისმენს ამ ორი დიდი მეგობრისა და შემოქმედებითი გიგანტის ქმნილებებს", - ამბობს ალექსი მაჭავარიანის ვაჟი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.
პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროს დარბაზში გაიმართა. მას ვახტან მაჭავარიანის გარდა, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი დავით საყვარელიძე და კულტურისა და ძეგლჱა დაცვილის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრნენ.