ბათუმში გამართული ენრიკე იგლესიასის კონცერტი MTV-ის არხმა 152 ქვეყანაში გადასცა. პოპულარულ არხზე ენრიკე იგლესიასის 2 საათიანი კონცერტი გადის, რომელიც ბათუმში "ერას" მოედანზე გამართულ შოუს ასახავს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო მასალაში ენრიკე იგლესიასის გამოსვლასთან ერთად ქართველი მომღერლების შესრულებული კადრებიც მოხვდა. მათ შორის არიან სტეფანე და 3G, სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი "eldrine" წევრები.
ცნობისთვის, ბათუმში, მსოფლიო ვარსკვლავის, ენრიკე იგლესიასის კონცერტის მოწყობა 139 121 ლარი დაჯდა.
შეგახსენებთ, რომ "MTV Live Georgia" საქართველოს მთავრობისა და Viacom International Media Networks (VIMN)-ის თანამშრომლობის შედეგად საქართველოში პირველად გაიმართა. მის ფარგლებში, ბათუმში რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავი ჩაიყვანეს.