ხვალ, 19 სექტემბერს კულტურის სამინისტროს დარბაზში, 22 სექტემბერს კონსერვატორიაში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. კონცერტის შესახებ ხვალინდელ ბრიფინგზე დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, თბილისის ზ.ფალიაშვილი სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი დავით საყვარელიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ისაუბრებენ.
კონცერტის პროგრამაშია ქართული და აზერბაიჯანული მუსიკა, კერძოდ, გამოჩენილი კომპოზიტორების ალექსი მაჭავარიანისა და ყარა ყარაევის უკვდავი ქმნილებები: ალექსი მაჭავარიანის ქართული საზეიმო უვერტიურა, მეორე სიუიტა ბალეტიდან "ოტელო" და ყარა ყარაევის სიუიტა ბალეტიდან "ქუხილის ბილიკით".