საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ლატვიელ კოლეგას, გირტს ვალდის კრისტოვსკის შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს როგორც ლატვიაში, ისე საქართველოში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისა და ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ლატვიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის, მხარდაჭერის აუცილებლობას.
ამასთან 17 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი რიგის მეექვსე კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა.