ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში "ქეთო და კოტე" ისევ დაიდგმება
დღეს, 18 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მიუზიკლი "ქეთო და კოტე" დაიდგმება. მასში მონაწილეობას "სუხიშვილებიც" იღებენ.
გათანამედროვებულ მიუზიკლი "ქეთო და კოტე" ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის რეპერტუაში ისევ შევიდა.
"18 სექტემბერს, ხალხის დაჟინებული მოთხოვნით, ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე კვლავ დაიდგმება სპექტაკლი "ქეთო და კოტე". საზოგადოების მხრიდან ისეთი ინტერესია, რომ შეიძლება ერთი დღე კიდევ დამატონ, თუმცა ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მუსკომედიის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო გალეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებადებიანი ოპერის პირველი პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს, თბილისში შედგა.
მასალის გამოყენების პირობები