საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს, ბათუმში გაიხსნება, სადაც 17-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, 25 ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარ კინოპროდუქციას წარადგენს.
პროგრამაში წელს 50-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში კი - 30 ფილმი. ფესტივალზე დაახლოებით 22-23 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. ბათუმის ფესტივალის სპეციალური პრიზი წელს ტონინო გუერას გადაეცემა.
ბათუმის ფესტივალს, კინოთეატრი "აპოლო" და ბათუმის დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე დასასწრებად სტუმრები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირანსა და რუმინეთიდან ჩამოვიდნენ.
ცნობისთვის, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს უკვე მეექვსედ ტარდება.
შეგახსნებთ, რომ კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით სხვადასხვა წელს იმყოფებოდნენ - კრისტოფ ზანუსი, იერჟი რაძივილოვიჩი, ზბიგნევ რიბჩინსკი (პოლონეთი), იოს სტელინგი (ჰოლანდია), ნინო კირთაძე, ნანა ჯორჯაძე, ირაკლი კვირიკაძე (საქართველო), მანიჯე ჰეკმათი, პეგა აჰანგარანი, მოჰსენ ამირუსაფირი, აბას კიაროსტამი (ირანი), პაველ პავლიკოვსკი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ კობახიძე(საფრანგეთი), სიდიქ ბარმაკი (ავღანეთი).