საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა 47-ე სეზონი სპექტაკლ "კრიმანჭულით" გახსნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დასის წევრებმა განუცხადეს, სეზონის გახსნისთვის ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
სეზონის გახსნის წინ თეატრის შენობასთან პანტომიმ- შოუ გაიმართა, სადაც მისულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა სპეციალურად სეზონის გახსნისთვის მომზადებული სანახაობა ენახა.
ცნობისთვის, თეატრი სეზონს ტრადიციულად, ყოველ წელს სექტემბრის შუა რიცხვებში ხსნის.