ალბათობა იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია მიმდინარე წლის ბოლომდე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდება, ძალიან მცირეა. მოლაპარაკებები, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ მოლაპარაკებათა პროცესის კომენტირებისას სოჭში საინვესტიციო ფორუმის კულუარებში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩემი აზრით, ალბათობა იმისა, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ მოლაპარაკებებს, ისე როგორც ვგეგმავდით, ძალიან მცირეა, თუმცა ის ჯერ კიდევ არსებობს", _ განაცხადა მინისტრმა.