ელეტრონული ტექნიკის მწარმოებელი, Sharp Corp-ი პლანშეტური კომპიუტერის, Galapagos-ის ორი მოდელის წარმოებას წყვეტს, - წერს Bloomberg-ი.
კომპანიის გათვლებით, 2011 წელს 1 მლნ. პლანშეტური კომპიუტერის გაყიდვა იგეგმებოდა. თუმცა რეალურად მოთხოვნა ამ დროისთვის Galapagos-ის მხოლოდ 200 ათას კომპიუტერზე გაკეთდა. სწორედ ამიტომ კომპანიამ კომპიუტერების წარმოების შეჩერება გადაწყვიტა.