ურალში მასობრივი არეულობებისა და ჩხუბის შედეგად პოლიციამ 98 ადამიანი დააკავა. დაპირისპირების მიზეზი სომხებსა და ადგილობრივ სლავებს შორის კონფლიქტი აღმოჩნდა.
კონფლიქტი ერთ ერთ კაფესთან მოხდა სწორედ ამ ამდილზე შეიკრიბნენ სომეხი ემიგრანტები და ურალელი სლავები "საქმის გადარჩევად".
მდგომარეობა მალევე დაიძაბა და ჩხუბის დაწყებისთანავე საქმეში პოლიცია ჩაერთო.
ურალის შს სამმართველოში აცხადებენ, რომ პოლიციამ არეულობის ყველა მონაწილე უკვე დააკავა.