ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მარიამ იობაშვილს თავიდან სახლში მკურნალობდნენ და მაღალი სიცხის შემდეგ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონა კლინიკაში მიყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.
კლინიკის დირექტორის ივა ყაჭიურის თქმით, გოგონას მდგომარეობა მძიმე ანემიამაც გააართულა. გოგონას ასევე აღენიშნებოდა ქრონიკული "ცე-ჰეპატიტი".
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ამ დროისათვის ორი მძიმე პაციენტი რჩება, თუმცა ექიმები განცხადებით მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სულ საქართველოში H1N1 ვირუსის 966 შემთხვევაა ლაბორატორიულადაა დადასტურებული. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ამ ვირუსით გარდაცვალების უკვე მერვე ფაქტია.