ასტრონავტებს, რომლებიც ხანგრძლივი საპლანეტაშორისო ფრენებით გაემგზავრებიან, ზოგიერთ შინაგან ორგანოს ამოუღებენ. ამის შესახებ განაცხადა რუსმა მეცნიერმა სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების РАН ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგემ, ვიაჩესლავ შურშაკოვმა.
"ადამიანი, როგორც სახეობა, დედამიწაზე ჩამოყალიბდა. ამდენად, მისი ევოლუციის მიმდინარეობის განმავლობაში, ხანგრძლივი კოსმოსური ფრენისთვის, სხვა პლანეტებზე გასაფრენად არ არის მომზადებული. რაც უნდა ცოდვად მოგვეჩვენოს, ადამიანის ორგანიზმი უნდა დამუშავდეს, დაიხვეწოს. ადამიანს აქვს კრიტიკული ორგანოები, ყველაზე დაუცველი რადიაციული ზემოქმედებისგან, რომელიც მარსზე გაფრენამდე აუცილებელია ამოიკვეთოს და ხელოვნურით შეიცვალოს", - განაცხადა შურშაკოვმა. ამის შესახებ ""სეგოდნია" წერს. შურშაკოვის სიტყვებით, თანამედროვე მსოფლიოში ყოველდღიურად დაიწყო იმპლანტატების მოთავსება ამოღებული კბილების ნაცვლად. მომავალში, ხანგრძლივი საპლანეტაშორისო ფრენების მონაწილეთათვის ბუნებრივი გახდება ოპერაცია, მაგალითად, თვალებზე და ტვინზე.
"თუკი მაღალენერგეტიკული ნაწილაკის მოხვედრისას თვალის ბროლში კატარაქტა წარმოქმნება, შესაძლებელია გაფრენამდე ასტრონავტს ბროლი ხელოვნურით შეუცვალოთ", - აცახდებს იგი.
კიდევ ერთი განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონა, რომელიც შეიძლება დაზიანდეს მაღალი ენერგეტიკული ნაწილაკების მოხვედრისას, ტვინშია. ამ ზონის მუშაობის დაზიანებამ ასტრონავტში შეიძლება ალცჰაიმერის დაავადება გამოიწვიოს.
"ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადებას მკურნალობენ, იაპონიაა. აქ ექიმებმა ისწავლეს, ნემსით მოაცილონ რისკს დაქვემდებარებული ტვინის ნაწილი", - განაცხადა მეცნიერმა.
შესაძლებელია, გამომჟღავნდეს სხვა დაავადებები და ორგანიზმის დაზიანებები, რომელიც მძიმე ნაწილაკების ზემოქმედების შედეგად ჩნდება, მაგრამ ამისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო.
"მძიმე ნაწილაკების ზემოქმედების გავლენა ფსიქიკაზე, ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე ბოლომდე არაა შესწავლილი.კვლევების ჩასატარებლად უზარმაზარი ფინანსური სახსრებია საჭირო", - განმარტა შურშაკოვმა.