დღეს, 25 დეკემბერს, 13:30 საათზე, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ლაშაAმაღრაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფოიეში, წლის შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგზე ბიუროს განვლილი წლის საქმიანობა შეჯამდება და 2009 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგები განიხილება. განხილული იქნება საკანონმდებლო ბაზაში შეტანილი ცვლილებების საკითხები და საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თემა. ასევე კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის შემოღების, სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სააღსრულებლო საქმის წარმოების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის, მოვალეთა რეესტრის დანერგვის, კადრების კვალიფიკაციის ამარლებისა და სხვა ისეთი თემები და აქტივობები, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდა. წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, ბიუროს მიერ მომავალ, 2010 წელს განსახორციელებელ საკითხებზეც ისაუბრებს.