საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით სლოვენიაში იმყოფება.
დავით ბაქრაძე სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ლიუბო გერმიჩს შეხვდა. კოლეგებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე ისაუბრეს. ლიუბო გერმიჩი მიესალმება საქართველოს განზრახვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტს მისი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ლიუბო გერმიჩის ინიციატივით სლოვენიის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის საპარლამენტი ურთიერთობები უფრო გაძლიერდება.
მასალის გამოყენების პირობები