რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, რომ თეატრში სტურუას სპექტაკლების დადგმასთან დაკავშირებით რეჟისორისგან პასუხს ელოდება.
"ხელშეკრულების ხელის მოწერამდე რობერტ სტურუამ თავად ითხოვა დრო. ველოდებით მის გადაწყვეტილებას, დაახლოებით ერთ ან ორ თვეში გვეტყვის პასუხს. რაც შეეხება, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს, ის ჯერჯერობით არ განიხილება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზაალ ჩიქობავამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინიციატივით მოიხსნა. მიუხედავად პოსტიდან გათავისუფლებისა, ნიკოლოზ რურუამ მას წელიწადში ორჯერ სპექტაკლის დადგმა და დიდი ჰონორარი შესთავაზა. რაზეც რეჟისორმა ორთვიანი მოსაფიქრებელი დრო ითხოვა.