"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია და ნიკოლოზ ლალიაშვილი თელავის რაიონის სოფელ სანიორეს მოსახლეობას შეხვდნენ და შუალედურ არჩევნებში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ლაშხი წარუდგინეს. სოფელში ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა: სკოლის შესაძლო გაუქმება და კოლექტიური გამრიცხველიანება.
ქდმ-ის ლიდერბმა მოსახლეობას განუცხადეს რომ განათლების მინისტრისგან გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე მიიღეს პირობა, რომ სოფელში მოქმედი სკოლა არ გაუქმდება და განაგრძობს ფუნქციონირებას. გიორგი თარგამაძემ ენერგეტიკის სამინისტროსგან უმოკლეს ვადებში მოითხოვა დარიცხული დავალიანებების კანონზომიერებიის გადახედვა და მოსახლოეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.