შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი 133-ე სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლ "ნადირობის სეზონით" გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის პრესცენტრში განუცხადეს, მიუხედავად ბოლოდროს განვითარებული მოვლენებისა, თეატრი სეზონს 23 სექტემბერს სტურუას სპექტაკლით გახსნის.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლზე რობერტ სტურუამ რეპეტიცია მუშაობა დაიწყო. როგორც მან "რია ნოვოსტის" პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთხელ უკვე აღნიშნა, სპექტაკლიდან სხვადასხვა დეტალის ამოღება სურს.
"ერთხელ ვითამაშეთ ოთარ ჭილაძის "ნადირობის სეზონი". ვფიქრობ, სიმბოლური სახელწოდებაა. ეს სპექტაკლი ჩემს შემოქმედებაში სიახლეა. ამ წარმოდგენის შემდეგ ძალიან აფორიაქებული მაყურებელი ვნახე. უჩვეულო სპექტაკლი გამომივიდა. ერთხელ კიდევ ვნახავ, შევცვლი რაღაცებს და შევაფასებ", - განაცხადა სტურუამ.