თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ვენის აკადემიური ორკესტრის 35 მუსიკოსი ეწვია.
ორკესტრი ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ჯონ მალკოვიჩთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს სპექტაკლში "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღიარება", რომლითაც რუსთაველის თეატრში ფესტივალი გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ "მარჯანიშვილის თეატრის" სალაროში რეჟისორ მაიკლ შტურმინგერის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა.