ანსამბლ "სუხიშვილების" წევრები თბილისობის დღესასწაულზე იცეკვებენ.
"ანსამბლი მიუზიკლ "ქეთო და კოტეში" ცეკვავს. წარმოდგენაში 30 მოცეკვავეა ჩართული და სულ 6 ნომერს ასრულებენ. აქედან გამომდინარე. "სუხიშვილები" "თბილისობის" დღესასწაულზე სწორედ ამ ნომრით წარდგებიან. სამწუხაროდ, ცალკე ნომრის შესრულებას, ალბათ, ვერ მოახერხებენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის პრესსამსასურის წარმომადგენელმა ეკა კუტივაძემ.
ცნობისთვის, ანსამბლის წევრთა ნაწილი ვილნიუსში კალათბურთის ჩემპიონატზეა წასული, სადაც მათ "ქართულ დღეებზე" რამდენიმე ცკევაც წარადგინეს.
"ნინო და ილიკოც ვილნიუსში იმყოფებიან, სადაც ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრობენ. იქ მოეწყო "ქართული დღეები", სადაც ანსამბლმა რამდნეიმე ცეკვა შეასრულა. იქიდან ბელორუსიაში ფესტივალზე გადაფრინდებიან. ნოემბერში კი სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლები აქვთ დაგეგმილი", - აღნიშნა კუტივაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიუზიკლი "ქეთო და კოტე" ბათუმის თეატრში 18 სექტემბერს დაიდგმება. მასში მონაწილეობას "სუხიშვილებიც" იღებენ.