თბილისის საერთაშორისო თეტრალურ ფესტივალს ქართველი მხატვრის, გოგი მესხიშვილის გამოფენა გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორმა განუცხადა, მსგავსი გამოფენა დიდი ხანია საქართველოში არ ჩატარებულა.
"ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გოგი მესხიშვილის გამოფენა, რომელსაც გახსნას დავამთხიეთ. იქ მისული დამთვალიერებელი ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს", - განაცხადა ეკა ჩიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თეატრალურ ფესტივალს ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლი გახსნის, რომელზე დასასწრები ბილეთის ფასიც 30 ლარიდან 250-მდე მერყეობდა და სალაროში რეკორდული სისწრაფით გაიყიდა.
ცნობისთვის, გამოფენა 14 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში, 15:00 საათზე გაიხსნება.