"დუეტმა ჯორჯიამ" საქართველოს ირგვლივ 5-დღიანი ტურნე მოაწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რატი დურგლიშვილმა აცნობა, დუეტი საზაფხულო ტურნეებს აგრძელებს.
"ამჯერად ტური საჩხერეში იგეგმება, შემდეგ კი ბათუმში. წინა ტურებიდან ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ჩვენც და ის ხალხიც, რომელიც ჩვენს კონცერტზე მოდიოდა", - თქვა რატიმ.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რატი დურგლიშვილმა სამი ახალი სიმღერის შესახებაც ისაუბრა.
"სამ სიმღერაზე ვმუშაობთ. მათი პრეზენტაციები რადიოში მოეწყობა და იმ სიმღერაზე, რომელიც ხალხს უფრო მოეწონება, კლიპს გადავიღებთ. ერთ-ერთი სიმღერის ტექსტის ავტორი მე ვარ, რომელზედაც გვინდა კლიპი ზაზა ორაშვილს გადავაღებინოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დურგლიშვილმა.