საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ელჩებს მეტი ინვესტიციების და კომპანიების მოზიდვის დავალება მისცა
ამის შესახებ გილაურმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის შემდგე განუცხადა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველ სექტემბერს იკრიბებიან ელჩები და იმართება ამბასადორიალი.
"დღევანდელ შეხვედრაზე ეკონომიკური მიმოხილვა გავაკეთეთ, ვისაუბრეთ თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა და რას ველოდებით სამომავლოდ. ეკონომიკაში მთავარი დავალება არის მეტი ინვესტიციების და კომპანიების მოზიდვა, რაც სამუშაო აგდილების ზრდას განაპირობებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამბასადორიალზე ელჩები იღებენ გარკვეულ ინსტრუქტაჟს თუ რას ველოდებით მათგან.