რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში "ნადირობის სეზონზე" რეპეტიცია უკვე დაამთავრა, "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე რა ცვლილება შეიტანა რეჟისორმა და როგორი იყო სტურუას სარეპეტიციო დღე რუსთაველის თეატრში, მსახიობი ია სუხიტაშვილი პასუხს ვერ გვცემს.
"ახლა დავამთავრეთ რეპეტიცია, ძალიან ცუდად ვარ. არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სუხიტაშვილმა.
ცნობისთვის, ია სუხიტაშვილი "ნადირობის სეზონში" მთავარ როლს თამაშობს და ერთადერთი ქალია. რაც შეეხება, დანარჩენ მსახიობებს ისინი ამ დრომდე "ჯი-ეიჩ-ენის" ზარებს არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ "რუსთაველის თეატრის" წინ გამართულ აქციაზე, სუხიტაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ნადირობის სეზონის" პოლიტიკური სარჩულის აფსურდულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენა პოლიტიკუტ საკითებს არ ეხება.
"ნადირობის სეზონს" არანაირი პოლიტიკური თემა არ ედო. აქ აღწერილია ერთი მსახიობის განცდა. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ყველაფერს ისე იგებს, როგორც სურს. რაც შეეხება რობიკოს წასვლას, ის თეატრიდან არ წასულა", - აღნიშნა ახალგაზრდა მსახიობმა.
ცნობისთვის, როგორც რეჟისორმა "რია ნოვოსტის" პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთხელ უკვე აღნიშნა, სპექტაკლში სხვადასხვა დეტალების ამოღება სურდა.
"ერთხელ ვითამაშეთ ოთარ ჭილაძის "ნადირობის სეზონი". ვფიქრობ, სიმბოლური სახელწოდებაა. ეს სპექტაკლი ჩემს შემოქმედებაში სიახლეა. ამ წარმოდგენის შემდეგ ძალიან აფორიაქებული მაყურებელი ვნახე. უჩვეულო სპექტაკლი გამომივიდა. ერთხელ კიდევ ვნახავ, შევცვლი რაღაცებს და შევაფასებ", - განაცხადა სტურუამ.
შეცვალა თუ არა სტურუამ "ორაზროვანი სპექტაკლი" ამას მაყურებელი თეატრალურ ფესტივალზე 29 სექტემბერს გაიგებს.