ენერგოკრედიტმა მცირე ჰესის ახალი პროექტი დაამტკიცდა. ენრგოკრედიტის ინფორმაციით, პროექტი ორი ნაწილისგან შედგება, მათ შორის პირველი ნაწილი ძველი ჰიდროეელექტროსადგურის განახლებას მოიცავს, ხოლო მეორე ახალი კასკადური ჰესის აშენებას ითვალისწინებს.
ენერგოკრედიტში ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება საგრძნობლად გააუმჯობებს ჰიდროელექტროსადგურის წარმადობას და ასევე იქნება დამეტებითი შემოსავალი, რომლითაც მოხდება ჩადებული ინვესტიციის ამოღება.
მათივე ინფორმაციით, ძველი სადგური მდებარეობას აღმოსავლეთ საქართველოში და მუშაობს სარწყავ არხზე და არა მდინარეზე. არსებულ სადგურს აქვს ორი ტურბინა, თითოეული გამოიმუშავებს 2.4 მეგავატს, აღჭურვილობები მუშაობს 1940 წლიდან.
"ისინი არც ეფექტურია და არც სანდო. დღესდღეობით სადგური გამოიმუშავებს მხოლოდ 26-27 გვტ სთ ენერგიას 34 გვტ სთ-დან"- აღნიშნავენ ენერგოკრედიტში.
ენერგოაუდიტის შედეგად ინჟინრებმა ჩადებული ინვესტიციით მიღებული შედეგი დაითვალეს, რაც წლიურად ენერგიის 20 გიგავატ საათით ზრდას გამოიწვევს.
"ინჟინრები რეკომენდაციას უწევენ შემდეგი სახის ინვესტიციებს:
ძველი მოწყობილობების ტურბინებს, გენერატორების, მართვის სისტემების, ელექტო მოწყობილობებს გამოცვლას, ასევე დამცავი მოწყობილობების მონტაჟს. ასევე პირველ ჰიდროელექტროსადგურზე გამოყენებული წყლის ხელახალ გამოყენებას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მეორე ჰესზე ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდოს წყლის საირიგაციო არხში დაბრუნებამდე", - აღნიშნავენ ენერგოკრედიტში.
ენერგოკრედიტის ინფორმაციით, სამომავლოდ კომპანია გამოიყენებს ჩინური წარმოების ტურბინებს, რომელიც შეამცირებს ღირებულებას 50 %-ით. ასევე ყურადღება მისაქცევია სწორი ექსპლუატაცია და მოხმარების დროს ხარისხის კონტროლი.
"შეთავაზებული ინვესტიციების განხორციელების შედეგად ინჟინრებმა დაიანგარიშეს სავარაუდო შედეგი,რაც არსებული ელექტროგენერატორის წარმბადობას გაზრდის 150 %-ით. ორივე პროექტი ერთად გამოიმუშავებს 45 გიგავატ სთ-ში/ წლიურ დამატებით ელექტრო ენერგიას, რაც შედეგად გააორმაგებს კომპანიის ელექტროენერგიის წარმოებას. 7 მილიონიანი მთლიანი ინვესტიიცით წლიური შემოსავალი გაიზრდება1.6 მილიონით , რაც საშუალებას იძლევა სესხის დაფარვა მოხდეს 4.6 წელიწადში. პროექტის შედეგად ასევე შემცირდება CO2-ის გამოყოფა 18 000 ტნ/წ"- განმარტავენ ენერგოკრედიტში.