"ამერიკული კლასიკურის მუსიკის ფესტივალი" დღეს თელავში გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამაში ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებებია შესული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელმწიფო თეატრის მმართველმა, დავით საყვარელიძემ განუცხადა, ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოს რამდენიმე ადგილას ჩატარება.
"არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს ტრაგედია გულთან ახლოს არ მიაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ამერიკულ კლასიკურ მუსიკის საღამოებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოვაწყობთ", - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი რუსთაველის თეატრში გუშინ გაიხსნა, რომელიც 11 სექტემბრის 10 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ამერიკელი პიანისტი სტივენ ბიუსი მონაწილეობდნენ.
"ამერიკული კლასიკურის მუსიკის ფესტივალი" 14 სექტემბერს ქუთაისში დასრულდება.